ბადრი ჯაფარიძე -  ყველა ინტელექტუალური შესაძლებლობა, რაც კი პოლიტიკურ ელიტაში არსებობს, კონცენტრირებულია, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში გარღვევას მივაღწიოთ
ბადრი ჯაფარიძე - ყველა ინტელექტუალური შესაძლებლობა, რაც კი პოლიტიკურ ელიტაში არსებობს, კონცენტრირებულია, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში გარღვევას მივაღწიოთ

დანიელსონმა გუშინ გარკვევით თქვა, რომ მისი ამოცანაა, იმუშაოს მხარეებთან ერთად იქამდე, ვიდრე მხარეები არ მიაღწევენ შეთანხმებას, ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რაც  დანიელსონმა თქვა და ეს გვაძლევს იმედს, რომ არც ერთი მხარე ამ პროცესში ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ მივაღწიოთ შედეგს, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ მიმართულებით მუშაობას გააგრძელებენ.

„გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას. მიუხედავად „ქართული ოცნების“ ლიდერების გუშინდელი განცხადებებისა, იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა კრიზისიდან გამოვიყვანოთ,   ჩვენი მხრიდან ისეთივე მონდომება და შემართებაა, როგორც ადრე იყო. რაც მთავარია, ჩვენი ევროპელი პარტნიორები ამას ხედავენ. ოპოზიციის მხრიდან არის სრული მზაობა, ყველა ინტელექტუალური შესაძლებლობა, რაც კი პოლიტიკურ ელიტაში არსებობს, სწორედ ახლა არის კონცენტრირებული, რათა ჩვენ მივაღწიოთ ამ გარღვევას ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში. „ქართული ოცნების“ ლიდერები სამწუხაროდ, მიმართავენ თავიანთ რადიკალურ თასს, რომელიც ალბათ არ არის მზად შეთანხმების მისაღწევად. ახლა „ქართულმა ოცნებამაც“ უნდა იხელმძღვანელოს პირველ რიგში, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს იყო პიარული განცხადებები თავიანთი რადიკალური ფრთის საამებლად. მთავარია, ახლა  პირველ რიგში, ქვეყნის ინტერესებიდან უნდა გამოვიდნენ“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.