ბადრი ჯაფარიძე - სტრატეგიული პარტნიორების ჩართულობის და მათი მხრიდან ხელისუფლებაზე ზეწოლის გაზრდის ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს
ბადრი ჯაფარიძე - სტრატეგიული პარტნიორების ჩართულობის და მათი მხრიდან ხელისუფლებაზე ზეწოლის გაზრდის ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს

სტრატეგიული პარტნიორების ჩართულობის და მათი მხრიდან ხელისუფლებაზე ზეწოლის გაზრდის ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მხრიდან დესტრუქციული ქმედებების გაგრძელების შემთხვევაში, ოპოზიცია მშვიდობიან აქციებს გამართავს.

„ჩვენ გვაქვს ჩვენი სამოქმედო გეგმა. მოლოდინი გვაქვს, რომ დანიელსონის ვიზიტი მოიტანს შედეგს, მაგრამ ჩვენი სამოქმედო გეგმა წინასწარ განვსაზღვრეთ, რადგან „ქართული ოცნება“ თუ გააგრძელებს დესტრუქციულ მიდგომას დანიელსონის მიერ შემოთავაზებული მნიშვნელოვანი წინადადებების მიმართ, ცხადია, ჩვენ გავაგრძელებთ მშვიდობიან მანიფესტაციებს.

ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ჩართულობის და მათი მხრიდან ხელისუფლებაზე ზეწოლის გაზრდის ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს იმიტომ, რომ დღევანდელ ხელისუფლებას არ ესმის ზეწოლის, არ ესმის დიალოგის, არ ესმის პარტნიორული დამოკიდებულების. თუ ოდესმე გულწრფელი სურვილი იყო „ქართული ოცნების“ მხრიდან მართლაც პარტნიორული ურთიერთობა ჰქონოდა ოპოზიციასთან, მათ კრიმინალებს და რეკეტიორებს არ უწოდებდა მთელი ამ დროის განმავლობაში“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.