ბადრი ჯაფარიძე - საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით „ქართულმა ოცნებამ“ გადმოდგა შემხვედრი ნაბიჯები, რაც პოზიტიური განვითარებაა
ბადრი ჯაფარიძე - საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით „ქართულმა ოცნებამ“ გადმოდგა შემხვედრი ნაბიჯები, რაც პოზიტიური განვითარებაა

„ქართულმა ოცნებამ“ გადმოდგა რიგი შემხვედრი ნაბიჯები იმ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენ, როგორც ოპოზიციური პარტიები ვაყენებდით, ეს პოზიტიური განვითარებაა, – ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საარჩევნო რეფორმის კუთხით, რჩება განსხვავებული პოზიციები გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა ნაბიჯი წინ გადადგმულია და ამ მომენტისთვის არსებული შეთანხმება ძირითადად ასახავს ხელმოწერილ დოკუმენტს.

„ძირითადში, საარჩევნო რეფორმა ასახავს მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმების შინარსს, ჩვენ გვაქვს განსხვავებული ხედვა ამა თუ იმ პუნქტთან მიმართებაში. დღეს ვნახეთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გადმოდგა რიგი შემხვედრი ნაბიჯები იმ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენ, როგორც ოპოზიციური პარტიები ვაყენებდით, ეს პოზიტიური განვითარებაა.

ვფიქრობ, ეს დოკუმენტი არის უკვე ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი წინ. ჩვენ ვაგრძელებთ განხილვას, იქნება პირველი-მეორე განხილვა, ცვლილების შეტანის საშუალება იქნება. დოკუმენტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნება. განსხვავება გვრჩება რიგ საკითხებში, მაგალითად, ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაზე, მაგრამ მთლიანობაში, ამ მომენტისთვის შეთანხმება ისეთია, რომელიც ასახავს ძირითადად დოკუმენტს, რომელსაც ხელი მოვაწერეთ. საერთო ჯამში, ჩვენ ძალიან დიდი ნაბიჯი გადავდგით წინ და დოკუმენტი ძირითადში ასახავს შარლ მიშელის მედიაციით მიღწეულ შეთანხმებას“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.