ბადრი ჯაფარიძე -  როდესაც 2 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ ქართველი ხალხის ვერდიქტს მიიღებს, გასტუმრებული იქნება ხელისუფლებიდან
ბადრი ჯაფარიძე - როდესაც 2 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ ქართველი ხალხის ვერდიქტს მიიღებს, გასტუმრებული იქნება ხელისუფლებიდან

შარლ მიშელის დოკუმენტს ეწოდება საქართველოს მომავლის საგზაო რუკა. მას ასე უწოდებს ევროკავშირი, მას ასე უწოდებს შეერთებული შტატები. თუ ვინმე ამბობს, რომ ეს რუკა აღარ არსებობს, ვფიქრობ,  ეს პოლიტიკური ძალა უნდა გაქრეს, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტი საქართველოს ევროპული მომავალია.

„ამ საგზაო რუკის გაქრობა არის ქართველი ერის ნების წინააღმდეგ. როდესაც „ქართული ოცნება“ მიიღებს ქართველი ხალხის ვერდიქტს 2 ოქტომბერს, ჩატარდება ვადამდელი არჩევნები და ის გასტუმრებული იქნება ხელისუფლებიდან. ჩვენ ახლახან წარვადგინეთ თბილისის განვითარების ჩვენი ხედვა, რომელსაც ჰქვია თბილისის მარშალის გეგმა. ის გამორჩეულია იმით, რომ იქ არის ცხრა ნაბიჯი განსაზღვრული, რომელიც უნდა გადაიდგას თბილისის განვითარებისთვის, რათა თბილისი გახდეს ევროპული დედაქალაქი და კომფორტული ყველა თბილისელისთვის. თბილისი უნდა გადავიდეს კოალიციური მმართველობის ხელში იმისათვის, რომ დედაქალაქის საკრებულო მართლაც გახდეს თბილისის პარლამენტი“, – განაცხადა ჯაფარიძემ.