ბადრი ჯაფარიძე - ქვეყნისთვის აუცილებელი პოლიტიკური შეთანხმება შიდა და გარე ძალისხმევამ უნდა მოგვიტანოს
ბადრი ჯაფარიძე - ქვეყნისთვის აუცილებელი პოლიტიკური შეთანხმება შიდა და გარე ძალისხმევამ უნდა მოგვიტანოს

მოლაპარაკებები, რომლებიც წარიმართება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პატრონაჟით, როდესაც მედიაციას წარმართავს ესეთი გამოცდილი დიპლომატი, როგორიც დანიელსონია, ამ პროცესზე თქვა, რომ არის უშინაარსო, ეს ნიშნავს, რომ მოლაპარაკებები საერთოდ არ გინდა, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნისთვის აუცილებელი პოლიტიკური შეთანხმება შიდა და გარე ძალისხმევამ უნდა მოგვიტანოს.

„სწორედ ამით აიხსნება „ქართული ოცნების“ ქცევა მოლაპარაკებების პროცესში, სადაც ჩვენ ვხედავდით, რომ „ქართული ოცნების“ მიზანი იყო, პირველ რიგში, როგორმე თავისი ძალაუფლების შენარჩუნებაზე ეზრუნა და თუ რამე დარჩებოდა, კოსმეტიკური ცვლილებები შეტანილიყი იმ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტში, რომელიც თავიდან შემოგვთავაზა დანიელსონმა. „ქართულმა ოცნებამ“ პრაქტიკულად დაიყვანა კოსმეტიკურ ცვლილებებამდე. შესაბამისად, ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროცესი, ძალიან შინაარსიანი, რადგან ამ პროცესმა უნდა განსაზღვროს ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა. შესაბამისად, ამ მოცემულობაში შარლ მიშელის ჩართულობით მედიაციის პროცესი არის ერთადერთი გამოსავალი, რათა პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს. რა თქმა უნდა, ცალსახად ბატონი დანიელსონის ძალისხმევა არის აუცილებელი, რომ გაგრძელდეს და არ ჩაიშალოს ეს მოლაპარაკებები. რადგან ეს ნიშნავს, რომ დავრჩებით ჩიხში და კრიზისი გაღრმავდება უფრო მეტად.

ოპოზიციის სამოქმედო გეგმა არის გაგრძელება კომუნიკაციის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, მათი ჩართულობის გაზრდისკენ მოწოდება. ქვეყნის შიგნით მუშაობა ჩვენს თანამოქალაქეებთან. შიდა და გარე ძალისხმევამ უნდა მოგვიტანოს ამ ქვეყნისთვის აუცილებელი პოლიტიკური შეთანხმება“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.