ბადრი ჯაფარიძე - „ქართული ოცნებისთვის“ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა ფეხის ყოველ ნაბიჯზეა დამახასიათებელი
ბადრი ჯაფარიძე - „ქართული ოცნებისთვის“ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა ფეხის ყოველ ნაბიჯზეა დამახასიათებელი

„ქართული ოცნებისთვის“ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა ფეხის ყოველ ნაბიჯზეა დამახასიათებელი, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ შეუძლია, ადამიანებს ნებისმიერი სახის შეურაცხყოფა მიაყენოს, თუ მის ინტერესებში შედის.

„ეს პირადად ჩემს თავზე გამომივიდა, როცა მმართველი გუნდის ლიდერები დამნაშავეებად გვაცხადებდნენ. მათგან ეს მოულოდნელი არ არის, მაგრამ როგორც ირაკლი კობახიძემ უწოდა, თუ გიორგი გახარია არის ნარკომომხმარებელი, როცა ხელისუფლებაში ერთად იყვნენ, მაშინ არ იყო მომხმარებელი. ამას პირობითად ვამბობ. თუ ახლა გაახსენა, როცა ერთმანეთთან ოპონირებენ და ერთი და იგივე მზის ქვეშ ადგილისთვის იბრძვიან? სამწუხაროდ, ეს არის იმის დასტური, რომ „ქართული ოცნებისთვის“ მორალური სტანდარტი არ არსებობს, მას შეუძლია, ნებისმიერი ნაბიჯი გადადგას და ადამიანებს ნებისმიერი სახის შეურაცხყოფა მიაყენოს, თუ მის ინტერესებში შედის“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

დატოვე კომენტარი