ბადრი ჯაფარიძე - „ქართული ოცნების“ მხრიდან არის უსუსური მცდელობა, რომ სტრატეგიული პარტნიორების ინფორმაცია თურმე დეზინფორმაციაა და შეთანხმების უმწიკვლო შემსრულებლები არიან, ეს სერიოზულად არ უნდა იყოს აღქმული
ბადრი ჯაფარიძე - „ქართული ოცნების“ მხრიდან არის უსუსური მცდელობა, რომ სტრატეგიული პარტნიორების ინფორმაცია თურმე დეზინფორმაციაა და შეთანხმების უმწიკვლო შემსრულებლები არიან, ეს სერიოზულად არ უნდა იყოს აღქმული

„ქართული ოცნების“ მხრიდან არის უსუსური მცდელობა, თურმე გარკვეული ჩინოვნიკების, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების წარმომადგენლების ინფორმაცია არის დეზინფორმაცია, ეს სერიოზულად არ უნდა იყოს აღქმული, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ბადრი ჯაფარიძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის, არჩილ თალაკვაძისა და შალვა პაპუაშვილის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც დღეს „ქართული ოცნების“ გვერდზე გამოქვეყნდა.

მისი თქმით, ცივილიზებული და დასავლური სამყარო ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეთანხმება დაარღვია.

„ქართული ოცნების“ მხრიდან არის უსუსური მცდელობა. თურმე გარკვეული ჩინოვნიკების, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების წარმომადგენლების ინფორმაცია არის დეზინფორმაცია და ისინი არიან შეთანხმების უმწიკვლო შემსრულებლები. ეს სერიოზულად არ უნდა იყოს აღქმული, როცა მთელი ცივილიზებული და დასავლური სამყარო ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დაარღვია შეთანხმება. ამას ყველა ამბობს, გამონაკლისის გარეშე, მთელი ცივილიზებული სამყარო. იმაზე საუბარი, თურმე მათ არ აქვთ ინფორმაცია, მგონი, ეს სერიოზული განხილვის საგანი არ უნდა იყოს“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით პოლიტიკური დიალოგის მონაწილეებმა, ირაკლი კობახიძემ, არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. მათი განცხადებით, შემაშფოთებელია, რომ ცალკეული ჩინოსნების არაკეთილსინდისიერი ქმედებების გამო, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის სტრუქტურებს უმაღლეს დონეზე მიეწოდება დამახინჯებული ინფორმაცია.