ბადრი ჯაფარიძე - „ქართულ ოცნებაშიც“ ფიქრობენ, რომ კონვენციურ მუხლებზე ამნისტია ვერ გავრცელდება
ბადრი ჯაფარიძე - „ქართულ ოცნებაშიც“ ფიქრობენ, რომ კონვენციურ მუხლებზე ამნისტია ვერ გავრცელდება

ჩვენ მოვისმენთ „ქართული ოცნების“ თანხმობა და ისინიც ფიქრობენ, რომ კონვენციურ მუხლებზე ამნისტია ვერ გავრცელდება, ამიტომ პროპაგანდა, თითქოს ამნისტია ეხება ყველა ადამიანს, ვინც ჩაიდინა დანაშაული, მათ შორის, ვინც შეიძლება მიაყენა ზიანი მაკო გომურს, ლეთოდიანს და სხვებს, ეს არის ტყუილი, ეს ემსახურება იმას, რომ დისკრედიტაცია მოხდეს ამ პროცესის, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამნისტია ვერ გავრცელდება იმ პოლიტიკური თანამდებობის პირებზეც, ვისაც შესაძლოა, უკანონო ბრძანებები აქვთ გაცემული.

„სამწუხაროა, რომ პროცესის დისკრედიტაცია ბევრი სხვადასხვა მოტივი იყო, ზოგი გულწრფელად ვერ გაირკვა, ზოგმა არ წაიკითხა შეთანხმება, ზოგმა არ იკითხა, რას ნიშნავდა ამნისტიის შესახებ კანონი, ზოგს უნდა ჩაშლა მიზანმიმართულად, ბევრი დაინტერესებული მხარეა“, – განაცხადა ჯაფარიძემ.