ბადრი ჯაფარიძე - პოზიტიური შეხვედრა იყო, მოლაპარაკებები გრძელდება და დიდი იმედი გვაქვს, რომ საბოლოო შეთანხმებით დამთავრდება
ბადრი ჯაფარიძე - პოზიტიური შეხვედრა იყო, მოლაპარაკებები გრძელდება და დიდი იმედი გვაქვს, რომ საბოლოო შეთანხმებით დამთავრდება

„ლელო საქართველოსთვის“ წევრის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მონაწილეობით შეხვედრა კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართა. მისი თქმით, მოლაპარაკებები გრძელდება და იმედი აქვს, საბოლოო შეთანხმებით დასრულდება.

„ცხადია, ვიდრე მოლაპარაკება მიმდინარეობს, ყოველთვის ველოდებით, რომ შეთანხმება მოხდება. რაც მთავარია, ეს შეხვედრა ძალიან კონსტრუქციული იყო, მოიცავდა ყველა იმ თემას, რომელზეც ვსაუბრობთ და რამაც გამოიწვია პოლიტიკური კრიზისი. ამიტომ იყო პოზიტიური შეხვედრა, არსებული ვითარების ყველასთვის ძალიან  ხელსაყრელი განხილვა, მოლაპარაკებები გრძელდება და დიდი იმედი გვაქვს, რომ დამთავრდება საბოლოო შეთანხმებით. ჩვენი წინადადება ცნობილია, იქ ჩამოთვლილია ჩვენი შეთავაზებები, რომელიც მოქალაქეების და ქვეყნის ინტერესებს ემსახურება, არა რომელი პარტიის ინტერესებს. ჩვენი არც ერთი წინადადება არ არის რომელიმე პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენი წინადადები გამომდინარეობს ჩვენი ქვეყნის გერძელვადიანი ინტერესებიდან და თანამოქალაქეების ინტერესებიდან, ამ საკითხების ირგვლივ ვაგრძელებთ მოლაპარაკებას. მოლაპარაკების შესახებ კონკრეტიკა ვერ იქნება განხილული საჯაროდ, ვიდრე არ მოხდება შეთანხმება“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.