ბადრი ჯაფარიძე -  არ გამიკვირდება, საარჩევნო ზღვარის საკითხზე „ქართულმა ოცნებამ“ მორიგი სიურპრიზი გამოაცხოს
ბადრი ჯაფარიძე - არ გამიკვირდება, საარჩევნო ზღვარის საკითხზე „ქართულმა ოცნებამ“ მორიგი სიურპრიზი გამოაცხოს

„ქართული ოცნების“ მხრიდან მოსალოდნელია ყველანაირი სიტყვის გატეხვა. ნახეთ აშშ-ს საელჩოს განცხადება, ევროკავშირის განცხადება, რომ უკვე მერამდენედ გატეხა პირობა „ქართულმა ოცნებამ“, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მსგავსი შეფასება არავის მიმართ გაკეთებულა.

„ასეთი შეფასება არ მახსოვს ვინმეს მიმართ განხორციელებულიყოს, ვგულისხმობ, მმართველი პარტიის მიმართ,  ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა არ დაიშურეს კრიტიკული შეფასებები. პოლიტიკური ძალა ფასდება იმით, თუ რამდენად პატივს სცემს თავის სიტყვას, რამდენად პატივს სცემს ხელშეკრულებებს, რომელსაც ხელს აწერს. ბოლო სამი თვის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ „ქართული ოცნება“ ისეთ როლში, რომ უკვე მესამედ მოახერხა შეერცხვინა თავი საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე. ახლა, რომ კიდევ ერთხელ მორიგი სიურპრიზი გამოაცხონ საარჩევნო ზღვარის საკითხზე, არ გამიკვირდება. ეს იქნება კიდევ ერთი დადასტურება, რომ ამ ადამიანების ნდობა არ შეიძლება“, – განაცხადა ჯაფარიძემ.