ბადრი ჯაფარიძე - პირადი ცხოვრების შემცველი კადრების გავრცელება, ვისზეც არ უნდა იყოს, ჩემთვის მიუღებელია
„ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ კომენტარი გააკეთა ჟურნალისტ ელისო კილაძის განცხადებაზე, სადაც ის პარტია „მოქალაქეების“ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შინაარსის გასაჯაროებით ემუქრება.
ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, პირადი ცხოვრების შემცველი კადრების გავრცელება, მიუღებელია.
„საზოგადოდ, პირადი ცხოვრების შემცველი კადრების გავრცელება ჩემთვის არის მიუღებელი. ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს და და ვისზეც არ უნდა იყოს. ეს არის მიუღებელი“, – განაცხადა ჯაფარიძემ.