ბადრი ჯაფარიძე - პიკეტირება გაგრძელდება, ვიდრე არ მოხდება შეჯერება, რომ ჩვენ არ უნდა განვიხილოთ სხვა საკითხები, გარდა იმ მოვლენებისა, რომელმაც ხალხი ქუჩაში გამოიყვანა
ბადრი ჯაფარიძე - პიკეტირება გაგრძელდება, ვიდრე არ მოხდება შეჯერება, რომ ჩვენ არ უნდა განვიხილოთ სხვა საკითხები, გარდა იმ მოვლენებისა, რომელმაც ხალხი ქუჩაში გამოიყვანა

„ლელო საქართველოსთვის“ წევრის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, დღევანდელი მთავრობა, რომელიც პასუხისმგებელია იმაზე, რომ არ აღკვეთა ძალადობრივი აქტები, უნდა გადადგეს და აირჩიონ გარდამავალი მთავრობა, რომელიც მძიმე კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანას შეძლებს.

მისივე თქმით, პიკეტირება გაგრძელდება, ვიდრე არ მოხდება შეჯერება, რომ არ უნდა განიხილონ სხვა საკითხები, გარდა იმ მოვლენებისა, რამაც ხალხი ქუჩაში გაიყვანა.

„მოვითხოვთ უნდობლობის პროცედურის დაწყებას, ამისთვის შევაგროვებთ საჭირო რაოდენობის ხმებს. პიკეტირება გაგრძელდება, ვიდრე არ მოხდება შეჯერება, რომ ჩვენ არ უნდა განვიხილოთ სხვა საკითხები, გარდა იმისა, რაც ყველაზე მეტად აწუხებს საზოგადოებას, ეს უმწვავესი კრიზისი და ის მოვლენები, რომელმაც ხალხი გამოიყვანა ქუჩაში“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

პარლამენტის სხდომათა დარბაზში დღეს დეპუტატებს შორის დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა მოხდა.

დატოვე კომენტარი