ბადრი ჯაფარიძე - ოპოზიციური პარტიების ერთსულოვნება ძალიან მნიშვნელოვანია, დღევანდელ შეხვედრაზე მოდერატორებთან დასმულ საკითხებს განვიხილავთ
ბადრი ჯაფარიძე - ოპოზიციური პარტიების ერთსულოვნება ძალიან მნიშვნელოვანია, დღევანდელ შეხვედრაზე მოდერატორებთან დასმულ საკითხებს განვიხილავთ

ვფიქრობ, ოპოზიციური პარტიების ერთსულოვნება ძალიან მნიშვნელოვანია და ეს შეხვედრაც მოწვეული იყო „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში იმისთვის, რომ ყველას ჰქონდეს წარმოდგენა იმ წინადადებებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ გადავეცით გუშინ მოდერატორებს, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში განაცხადა, სადაც ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს.

„ყველა პარტიას აქვს თავისი აზრი, ყველა მოქმედებს თავისი შეხედულების მიხედვით. ძალიან საქმიანი წინადადებებია და ვფიქრობ, შეესაბამება იმ მოთხოვნებს, რომელიც საზოგადოებას აქვს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

რაც შეეხება „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ირმა ინაშვილის გუშინდელ განცხადებას, რომ შვიდი პარტიის წინადადებების პაკეტში, ორი მისთვის კატეგორიულად მიუღებელია, ჯაფარიძე აცხადებს, რომ შესაძლოა, რაღაც გაუგებრობას ჰქონდეს ადგილი.

„ქალბატონი ირმას მოსაზრებას პატივს ვცემ, მაგრამ იქ რაიმე ნიშანწყალი ხელისუფლებასთან გარიგების არ არის. იქ არის ის მოთხოვნები, რომელიც საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად ცნობილია. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რაღაც გაუგებრობაა. ალბათ, ქალბატონ ირმასთან შესახვედრი ვიქნებით რომ გავერკვეთ“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.