ბადრი ჯაფარიძე - ოდესმე თუ გინახავთ „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან პასუხისმგებლობიანი ნაბიჯი, ჩანაწერების შემთხვევაშიც არ იქნება, რადგან ისინი საზოგადოების დაკვეთას არ ასრულებდნენ
ბადრი ჯაფარიძე - ოდესმე თუ გინახავთ „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან პასუხისმგებლობიანი ნაბიჯი, ჩანაწერების შემთხვევაშიც არ იქნება, რადგან ისინი საზოგადოების დაკვეთას არ ასრულებდნენ

„ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან ოდესმე გინახავთ პასუხისმგებლობიანი ნაბიჯი? ჩანაწერების შემთხვევაშიც არ იქნება ადეკვატური, პასუხისმგებლობიანი ნაბიჯი პარტიის ლიდერებისგან და მათი მთავრობის წევრებისგან, რადგან ისინი საზოგადოების დაკვეთას არ ასრულებდნენ, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს გრიგოლ ლილუაშვილის დღევანდელ განცხადებაზე. ლილუაშვილი ამბობს, რომ პასუხისმგებლობას იღებენ ყველა მოვლენაზე, რაც უსაფრთხოებას უკავშირდება და საზოგადოება უნდა დაელოდოს გამოძიებას.

როგორც ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, უკანონო მიყურადების ფაქტები რომ აღარასდროს ვნახოთ, აუცილებელია, „ქართული ოცნება“ ჩამოშორდეს მმართველობას.

„ქართული ოცნების“ ლიდერებიდან ოდესმე გინახავთ პასუხისმგებლობიანი ნაბიჯი? რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც არ იქნება ადეკვატური, პასუხისმგებლობიანი ნაბიჯი პარტიის ლიდერებისგან და მათი მთავრობის წევრებისგან, რადგან ისინი საზოგადოების დაკვეთას არ ასრულებდნენ, ისინი ასრულებენ ერთი ადამიანის დაკვეთას, ვინც არის ამ პარტიის დამფუძნებელი – ეს არის ბიძინა ივანიშვილი. სანამ ის არ დაუკვეთავს, არსად არ წავლენ, ამიტომ მთლიანად უნდა ჩამოვაშოროთ ეს ძალა მმართველობას. ეს არის აუცილებელი სწორედ იმისთვის, რომ ჩვენ აღარასოდეს ვნახოთ უკანონო მიყურადების ფაქტები, ასეთი სამარცხვინო, არაფრისმაქნისი ინფორმაცია. ფაქტია, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ დღევანდელი პოლიტიკა, აწარმოოს დაკვირვება ყველა მოქალაქეზე, რადგან მათი დამფუძნებელი არ ენდობა არავის, არც ერთ ჩვენს მოქალაქეს და არც ერთ თანაპარტიელს, ამიტომ აწარმოებს დაკვირვებას ყველაზე, უსმენს ყველას და ასეთი ხელისუფლება გვყავს ყველას“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.