ბადრი ჯაფარიძე - ნიკა მელიას მიმართ როცა ჯერ კიდევ სისხლის სამართლის დევნა მიმდინარეობს, შესაძლოა, სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა მის წინააღმდეგ იყოს გამოყენებული
ბადრი ჯაფარიძე - ნიკა მელიას მიმართ როცა ჯერ კიდევ სისხლის სამართლის დევნა მიმდინარეობს, შესაძლოა, სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა მის წინააღმდეგ იყოს გამოყენებული

ნიკა მელიას მიმართ ახლა, როცა ჯერ კიდევ სისხლის სამართლის დევნა მიმდინარეობს, შესაძლოა, სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა მის წინააღმდეგ იყოს გამოყენებული, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

როგორც ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, საკითხის განხილვა პარლამენტის საპროცედურო კომიტეტში მოხდება.

„ახლა, როცა ჯერ კიდევ ნიკა მელიას მიმართ სისხლის სამართლის დევნა მიმდინარეობს, შესაძლოა, სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა მის წინააღმდეგ იყოს გამოყენებული. ვნახოთ, როგორ იმსჯელებს საპროცედურო საკითხთა კომიტეტი და რა გადაწყვეტილებას მიიღებს“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს დღეს განიხილავს.

ნიკა მელიამ საპარლამენტო მანდატის დატოვების თხოვნით პარლამენტს 29 ივლისს მიმართა.

დატოვე კომენტარი