ბადრი ჯაფარიძე - ნიკა მელიას გათავისუფლება ვითარების დეესკალაციისთვის მნიშვნელოვანია
ბადრი ჯაფარიძე - ნიკა მელიას გათავისუფლება ვითარების დეესკალაციისთვის მნიშვნელოვანია

ნიკა მელიას გათავისუფლებისთვის ვიბრძოდით ეს პერიოდი. ამ ბრძოლამ შედეგი გამოიღო, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დახმარებით დადგა პოზიტიური შედეგი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ვითარების დეესკალაციისთვის, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა მელიას გათავისუფლება ოპოზიციის ბრძოლის შედეგია.

„მინდა მივულოცო ნიკა მელიას თანაპარტიელებს მისი ოჯახის წევრებს, მისი გათავისუფლება და იმედი მაქვს, რომ ამით ერთხელ და სამუდამოდ დაიწყება პოლიტიკური დევნის დასრულება ამ ქვეყანაში და ეს არის სწორედ მნიშვნელოვანი, რომ ევროკავშირმა და აშშ-მა ყველა ღონე გამოიყენეს, რომ ის გათავისუფლებულიყო საპატიმროდან“, – განაცხადა ჯაფარიძემ.