ბადრი ჯაფარიძე - „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლა ჩემთვის იქნება პროცესის ძალიან პოზიტიური განვითარება
ბადრი ჯაფარიძე - „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლა ჩემთვის იქნება პროცესის ძალიან პოზიტიური განვითარება

„ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლა ჩემთვის იქნება პროცესის ძალიან პოზიტიური განვითარება, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

„ვფიქრობ, რომ ოპოზიციური ფრთის გაძლიერება არის სწორი, მნიშვნელოვანი პარლამენტისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. ამიტომ, რა თქმა უნდა, მივესალმები „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შემოსვლას. ოპოზიციური პარტიის ეს შემოსვლა ემსახურება იმას, რომ გაძლიერდეს ოპოზიციური ფლანგი, კიდევ უფრო მწვავედ დავაყენოთ ის საკითხები, რომელიც ჩვენს თანამოქალაქეებს აწუხებთ, ამიტომ ეს ჩემთვის იქნება პროცესის ძალიან პოზიტიური განვითარება“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.