ბადრი ჯაფარიძე - მოლაპარაკებების პროცესი თუ დაიწყო, საპროტესტო აქციების გადადება შესაძლებელია
ბადრი ჯაფარიძე - მოლაპარაკებების პროცესი თუ დაიწყო, საპროტესტო აქციების გადადება შესაძლებელია

მოლაპარაკებები თუ იქნება და მოლაპარაკებების პროცესი დაიწყო, რა თქმა უნდა, საპროტესტო აქციების გადადება შესაძლებელია, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის ამოცანა და მიზანი საპროტესტო აქციები კი არა, არამედ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაა.

„წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება, ისეთი პროცესები ვნახოთ, რომლის კონტროლიც შეუძლებელი იქნება და ჩვენი ქვეყანა და ჩვენი მოქალაქეები მიიღებენ ძალიან დიდ ზიანს. ამიტომ, ჩვენი ამოცანაა შეთანხმების მიღწევა ორივე მიმართულებით – მელიასა და 31 ოქტომბრის შემდეგ წარმოშობილ კრიზისთან მიმართებაში“, – განაცხადა ჯაფარიძემ.