ბადრი ჯაფარიძე - მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს კონსტიტუციური უფლება და გაათავისუფლოს ნიკა გვარამია
ბადრი ჯაფარიძე - მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს კონსტიტუციური უფლება და გაათავისუფლოს ნიკა გვარამია

სამწუხაროდ, კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის შესაფერხებლად, – ასე ეხმაურება „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

ბადრი ჯაფარიძე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავს, გამოიყენოს მის ხელთ არსებული კონსტიტუციით მინიჭებული უფლება და გაათავისუფლოს ნიკა გვარამია.

„ქართული ოცნების“ კლანჭებში მყოფი სასამართლო, დიდი ხანია, გადაიქცა პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ანგარიშსწორების იარაღად.

მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს მის ხელში არსებული კონსტიტუციით მინიჭებული უფლება და გაათავისუფლოს ნიკა გვარამია. ეს იქნება პრეზიდენტის მხრიდან, შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების გზაზე“, – აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.