ბადრი ჯაფარიძე - მერობის კანდიდატის შერჩევის პროცესში პოლიტიკური კუთვნილება განმსაზღვრელი არ უნდა იყოს, ჩვენ ეს პოზიცია არ შეგვიცვლია
ბადრი ჯაფარიძე - მერობის კანდიდატის შერჩევის პროცესში პოლიტიკური კუთვნილება განმსაზღვრელი არ უნდა იყოს, ჩვენ ეს პოზიცია არ შეგვიცვლია

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, მერობის კანდიდატთან დაკავშირებით ოპოზიციაში კონსულტაციები მიმდინარეობს.

მისივე თქმით, „ლელომ“ არაერთხელ განაცხადა, რომ უნდა შეირჩეს ისეთი კანდიდატი, რომელიც მისი საქმიანი თვისებებით და რეპუტაციით ყველაზე მეტად იქნება შესაფერისი მერის პოსტისთვის.

„უამრავჯერ გვაქვს გაცხადებული, ჩვენ საჯაროდ გამოვაცხადეთ, როგორი კანდიდატი მიგვაჩნია საჭიროდ მერობის პოსტზე. შესაბამისად, ოპოზიციასთან კონსულტაციები გვაქვს. ყველა პოლიტიკოსი თავის მოსაზრებას აცხადებს. „ლელომ“ არაერთხელ განაცხადა, რომ უნდა შეირჩეს ისეთი კანდიდატი, რომელიც მისი საქმიანი თვისებებით და რეპუტაციით ყველაზე მეტად იქნება შესაფერისი მერის პოსტისთვის. შერჩევის პროცესში არ უნდა იყოს განმსაზღვრელი პოლიტიკური კუთვნილება. ჩვენ ეს პოზიცია არ შეგვიცვლია“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.