ბადრი ჯაფარიძე - მეხუთე რაუნდი ალბათ მაშინ გაიმართება, როდესაც „ქართული ოცნება“ მზად იქნება ვადამდელი არჩევნების საკითხზე მოსალაპარაკებლად
ბადრი ჯაფარიძე - მეხუთე რაუნდი ალბათ მაშინ გაიმართება, როდესაც „ქართული ოცნება“ მზად იქნება ვადამდელი არჩევნების საკითხზე მოსალაპარაკებლად

ოპოზიციას უკვე არაერთხელ აქვს გაცხადებული, რომ დიალოგი არის ერთადერთი გზა კრიზისიდან გამოსასვლელად, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი სავარაუდოდ, მაშინ გაიმართება, როდესაც „ქართული ოცნება“ მზად იქნება ვადამდელი არჩევნების საკითხზე მოსალაპარაკებლად.

„ჩვენი მხრიდან შეთავაზებული იქნა საკმაოდ მოქნილი წინადადებები, მექანიზმები, რათა გამოვიდეთ კრიზისიდან და შევთანხმდეთ ვადამდელ არჩევნებზე. მეხუთე რაუნდი გაიმართება ალბათ მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება“ მზად იქნება, რომ მოვილაპარაკოთ მთავარ საკითხზე, რაც იყო და რჩება ბოიკოტის მიზეზად – ეს არის ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნა. ამიტომ, როგორც კი, „ქართული ოცნება“ ამისთვის მზად იქნება, ჩვენ მზად ვართ მივუსხდეთ მოლაპარაკების მაგიდას და მივაღწიოთ შეთანხმებას“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.