ბადრი ჯაფარიძე - პარლამენტში ოპოზიციურ ფლანგზე ვიდრე არ გვყავს სრული შემადგენლობა, კომიტეტების ოპოზიციისთვის გადაცემის საკითხის განხილვა მართებული არ იქნებოდა
ბადრი ჯაფარიძე - პარლამენტში ოპოზიციურ ფლანგზე ვიდრე არ გვყავს სრული შემადგენლობა, კომიტეტების ოპოზიციისთვის გადაცემის საკითხის განხილვა მართებული არ იქნებოდა

კომიტეტების გადანაწილება არის ძალაუფლების გადანაწილების კომპონენტი, რადგან აუცილებელია, რომ ქვეყანას ჰქონდეს დაბალანსებული ძალაუფლება და ხელისუფლება არ იყოს კონცენტრირებული ერთი ძალის ხელში, ეს უნდა დამთავრდეს, რადგან ამან მიიყვანა ქვეყანა იმ კრიზისამდე, რომელშიც ვიმყოფებით, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, კრიზისის წყარო ყოველთვის ძალაუფლების მონოპოლიზაცია იყო.

„ყოველთვის იყო კრიზისის წყარო, როცა ერთი პარტია ცდილობდა ძალაუფლების მონოპოლიზებას. ევროკავშირის მოდერაციით მიღებულ დოკუმენტში არის გაწერილი პრინციპი, თუ როგორ უნდა მოხდეს ძალაუფლების გადანაწილება, მაგრამ ვიდრე არ გვყავს ოპოზიციურ ფლანგზე პარლამენტში სრული შემადგენლობა, კომიტეტების ოპოზიციისთვის გადაცემის საკითხის განხილვა არ იქნებოდა მართებული და კორექტული ოპოზიციონერ კოლეგებთან მიმართებაში. მათ შემოსვლას ველოდებით და ერთად განვიხილავთ, თუ როგორ უნდა მოხდეს, ამ პუნქტის რეალიზება, რაც ეხება ძალაუფლების გადანაწილებას“,- განაცხადა ჯაფარიძემ.