ბადრი ჯაფარიძე - იმპიჩმენტთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ნაბიჯი სრულ თანხვედრაშია რუსეთის ხელისუფლების ინტერესებთან და ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივის დაზიანებას ემსახურება
ბადრი ჯაფარიძე - იმპიჩმენტთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ნაბიჯი სრულ თანხვედრაშია რუსეთის ხელისუფლების ინტერესებთან და ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივის დაზიანებას ემსახურება

პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“  ნაბიჯი სრულ თანხვედრაშია რუსეთის ხელისუფლების ინტერესებთან და ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივის დაზიანებას ემსახურება, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები უარყოფითად არიან განწყობილი სალომე ზურაბიშვილის ძალისხმევისადმი, ქვეყანამ არ დაკარგოს უნიკალური შანსი სტატუსის მოსაპოვებლად.

„„ქართული ოცნების“ მიერ წამოწყებული ავანტიურა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის დაწყება ჰქვია, სრულ თანხვედრაშია რუსეთის ხელისუფლების ინტერესებთან, რამდენადაც ცნობილია, რომ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები უარყოფითად არიან განწყობილი სალომე ზურაბიშვილის მოქმედებებისადმი, მისი ძალისხმევისადმი, ქვეყანამ არ დაკარგოს უნიკალური შანსი, მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სტატუსი. ამიტომ „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმული ნაბიჯი სრულ თანხვედრაშია რუსეთის ხელისუფლების ინტერესებთან და ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივის დაზიანებას, ასევე სალომე ზურაბიშვილის ძალისხმევის დაზიანებას ემსახურება, რომელიც მიმართულია საქართველოს მიერ წლის ბოლომდე ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებასთან“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.