ბადრი ჯაფარიძე - იმედი მაქვს, ჩვენი ქვეყნის მეგობრების რეაქცია „ქართული ოცნების“ მხარეს ცხელ თავებს გამოაფხიზლებს
ბადრი ჯაფარიძე - იმედი მაქვს, ჩვენი ქვეყნის მეგობრების რეაქცია „ქართული ოცნების“ მხარეს ცხელ თავებს გამოაფხიზლებს

იმედი მაქვს, ჩვენი ქვეყნის მეგობრების რეაქცია „ქართული ოცნების“ მხარეს ცხელ თავებს გამოაფხიზლებს, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე საერთაშორისო გამოხმაურებების კომენტირებისას აღნიშნა.

მან ასევე კომენტარი გააკეთა პარლამენტში მინისტრობის კანდიდატების მოსმენაზე და აღნიშნა, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი პროცესი, რადგან მასში ოპოზიცია არ მონაწილეობს.

„ეს არ არის ჩვეულებრივი პროცესი, რადგან ოპოზიცია საერთოდ არ იღებს მონაწილეობას პარლამენტის მუშაობაში. ორი დღის წინ რა განცხადებებიც მოვისმინეთ ღარიბაშვილის მხრიდან, ეს იყო ძალიან შემაშფოთებელი. იმედი მაქვს, საერთაშორისო რეაქცია გამოაფხიზლებს  „ქართული ოცნების“ მხარეს მყოფ რადიკალებს, რომ ამ ვითარებაში რადიკალური მიდგმა გამოიწვევს სრულიად უკონტროლო პროცესებს და შემდგომ ამ პროცესების მართვა იქნება სრულიად შეუძლებელი. იმედი მაქვს, ჩვენი ქვეყნის მეგობრების ეს რეაქცია „ქართული ოცნების“ მხარეს ცხელ თავებს გამოაფხიზლებს“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.