ბადრი ჯაფარიძე - გვითხრეს, რომ მედიის წარმომადგენელს, ვისაც ოფიციალურად მიმართვა ჰქონდა, ყველას აქვს პარლამენტში შემოსვლის საშუალება
ბადრი ჯაფარიძე - გვითხრეს, რომ მედიის წარმომადგენელს, ვისაც ოფიციალურად მიმართვა ჰქონდა, ყველას აქვს პარლამენტში შემოსვლის საშუალება

„ლელოს“ წარმომადგენელი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ პარლამენტში, დღეისთვის დაგეგმილ რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრს უნდა მოუსმინონ, სხდომაზე დასწრების მიზნით ჟურნალისტების 53-კაციანი სია ჰქონდათ.

როგორც ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, ახლახანს აცნობეს, რომ ვინც ოფიციალურად მიმართა დასასწრებად, ყველას აქვს საშუალება, შევიდეს პარლამენტში.

„ჟურნალისტების შემოსვლასთან დაკავშირებით იყო კითხვები. ჩვენ შემოშვებაზე გადაცემული გვქონდა სია 53 ჟურალისტისა, რომელიც დაზარალდა, დაშავდა. ახლა გვითხრეს, რომ მედიის წარმომადგენელს, ვინც ოფიციალურად მიმართა, ყველას აქვს საშუალება, შემოვიდეს“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.