ბადრი ჯაფარიძე - განსხვავებები რჩება, მაგრამ დღეს იყო სასარგებლო შეხვედრა, ვფიქრობ, ეს დრო ძალიან კარგად გამოვიყენეთ
დღეს იყო ძალიან სასარგებლო შეხვედრა, განსხვავებები რჩება, მაგრამ იყო სასარგებლო შეხვედრა, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძე ელჩებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, მოლაპარაკებების შინაარსზე არ ისაუბრებს, რადგან ასეთია შეთანხმება.
„ჩვენ ვერ ვისაუბრებთ იმ შინაარსზე, გამომდინარე შეთანხმებიდან. დღეს იყო ძალიან სასარგებლო შეხვედრა, განსხვავებები რჩება, მაგრამ იყო სასარგებლო შეხვედრა და ვფიქრობ, ჩვენ ეს დრო ძალიან კარგად გამოვიყენეთ, თუმცა მნიშვნელოვანი განსხვავებები რჩება. ჩვენ არ გვაქვს შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, თუ რა საუბრებიც გვქონდა შიგნით მოლაპარაკების დროს, ეს გამოვიტანოთ გარეთ. გამომდინარე მოლაპარაკებების პროცესის ინტერესებიდან, რათა ეს მოლაპარაკებები შედეგიანად დავასრულოთ, უნდა აღვიჭურვოთ მოთმინებით და დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ. იყო სასარგებლო შეხვედრა, ეს ნიშნავს, რომ რაღაც საკითხები დაავახლოვეთ, განსხვავებები რჩება“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
საქართველოში აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გაიმართა. შეხვედრას ოპოზიციის რვა წარმომადგენელი ესწრებოდა, „ქართული ოცნებიდან“ კი მოლაპარაკებაზე არჩილ თალაკვაძე და ირაკლი კობახიძე იმყოფებოდნენ.