ბადრი ჯაფარიძე - ეს არის დოკუმენტი, რომელმაც საფუძველი უნდა ჩაუყაროს ქვეყანაში უმნიშვნელოვანეს ცვლილებებს
ბადრი ჯაფარიძე - ეს არის დოკუმენტი, რომელმაც საფუძველი უნდა ჩაუყაროს ქვეყანაში უმნიშვნელოვანეს ცვლილებებს

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც მოითხოვდა კომპრომისს ყველა მხრიდან, ჩვენ მოვახერხეთ ეს კომპრომისი გაგვეკეთებინა, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ორბელიანების სასახლეში განაცხადა, სადაც შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე – „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელმოწერის ცერემონია იმართება.

„მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ მიშელს მისი ძალისხმევისთვის. ძალიან დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ელჩ დეგნანს და ბატონ ჰარცელს. ეს არის დოკუმენტი, რომელმაც საფუძველი უნდა ჩაუყაროს უმნიშვნელოვანეს ცვლილებებს ჩვენს ქვეყანაში, უმნიშვნელოვანეს რეფორმებს, რის შედეგადაც ქვეყანამ უნდა გადადგას დიდი ნაბიჯი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ.

ამიტომ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც მოითხოვდა კომპრომისს ყველა მხრიდან. ჩვენ მოვახერხეთ ეს კომპრომისი გაგვეკეთებინა. მინდა, გადავუხადო მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ამ პროცესში“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.