ბადრი ჯაფარიძე - ჩვენს მეგობრებს შვიდი პარტიის მიერ შეთანხმებული წინადადებები გადავეცით, რათა „ქართულ ოცნებას“ გააცნონ და საბოლოო შეთანხმებას მივაღწიოთ
ბადრი ჯაფარიძე - ჩვენს მეგობრებს შვიდი პარტიის მიერ შეთანხმებული წინადადებები გადავეცით, რათა „ქართულ ოცნებას“ გააცნონ და საბოლოო შეთანხმებას მივაღწიოთ

ჩვენ დეტალური წინადადებები გადავეცით ჩვენს მეგობრებს, მოდერატორებს, რათა „ქართული ოცნება“ ამ წინადადებებს გაეცნოს და ასევე შემოგვთავაზოს მათი ხედვა და შევეცადოთ, რომ საბოლოოდ შევჯერდეთ და პოლირიკურ შეთანხმებას მივაღწიოთ, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ აშშ-ის ელჩის მოადგილის რეზიდენციაში ელჩებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„თხოვნიდან გამომდინარე, შევჯერდით, რომ ამჯერადაც ჩვენ არ გავამჟღავნებთ ჩვენს წინადადებას. შესაბამისად, მერ კომენტარს ვერ გავაკეთებ, გარდა იმისა, რომ ჩვენ დეტალური წინადადებები გადავეცით ჩვენს მეგობრებს, მოდერატორებს, რათა „ქართული ოცნება“ ამ წინადადებებს გაეცნოს და ასევე შემოგვთავაზოს მათი ხედვა და შევეცადოთ, რომ საბოლოოდ შევჯერდეთ და პოლირიკურ შეთანხმებას მივაღწიოთ“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე: „რიგგარეშე არჩევნები არის წითელი ხაზი, მკაცრად ამბობენ, რომ არ იქნება არჩევნები, ასეთ შემთხვევაში ხომ არ კარგავს აზრს ეს მოლაპარაკება, რის იმედზეა ოპოზიცია“, ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ამგვარი დამოკიდებულება მოლაპარაკების პროცესს ხელს არ უწყობს.

„ვფიქრობ, ჩვენ უნდა ამოვიდეთ იმ მოცემულობიდან, რომ საჭიროა პოლიტიკური შეთანხმება. ამიტომ, წინასწარ ლაპარაკი იმაზე, რომ ეს არის წითელი ხაზი და ამ თემაზე არ მოვილაპარაკებთ, ჩემი აზრით, ძალიან ცუდია და ხელს არ უწყობს მოლაპარაკების პროცესს. ჩვენ მივეცით შვიდი პარტიის მიერ შეთანხმებული ერთიანი პოზიცია კონკრეტულად ჩამოწერილი წინადადებებით ჩვენს მეგობრებს იმისათვის, რომ მათ გააცნონ ეს წინადადებები „ქართულ ოცნებას“, რომ შემდეგ მათ გაგვაცნონ მათი ხედვა ყველა ამ წინადადებასთან მიმართებაში“, – აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ დღევანდელ შეხვედრას „ლეიბორისტული პარტიისა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები არ დასწრებიან.

როგორც ჯაფარიძე აცხადებს, „ეს ფაქტი არ ნიშნავს, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ ოპოზიციურ ერთობას გამოაკლდა, შალვა ნათელაშვილმა კი, ალაბათ ტექნიკური მიზეზით ვერ მოახერხა მისვლა“.

„პატრიოტთა ალიანსი“ არ მონაწილეობდა ამ წინადადებების გახილვაში, მაგრამ ვაპირებ, „პატრიოტთა ალიანსს“ ეს წინადადება გავუზიარო, რომლებიც ჩვენ ელჩებს გადავეცით. არავითარ შემთხვევაში არ გამოაკლებია ერთობას. მე ვფიქრობ, უბრალოდ, ასე ჩამოვყალიბდით, ეს შვიდი პარტია უფრო მჭიდროდ თანამშრომლობს. ვგულისხმობ იმას, რინ შეხვედრები გვაქვს ხშირი, კოორდინაცია, კომუნიკაცია. ჩვენ არ გვქონია საუბარი, თუ რატომ არ ესწრებიან შეხვედრას. კიდევ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ვაპირებ, გავუზიარო „პატრიოტთა ალიანსს“ წინადადებები, რომლებიც ჩვენ გადავეცით მოდერატორებს. ასე რომ, მათ ექბნებათ ეს წინადადებები და ჩვენთან კომუნიკაციის გავლით, შეუძლიათ, პოზიცია დააფიქსირონ.

შალვა ნაღთელაშვილმა ვერ მოახერხა მოსვლა, აბსოლუტურად იზიარებს წინადადებებს, რომელიც ჩვენ გადავეცით, ალბათ ტექნიკური მიზეზის გამო ვერ მოახერხა მისვლა, სხვა რამე მიზეზი არ არსებობს“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.