ბადრი ჯაფარიძე - ჩვენ ვართ მოწოდებული, შევცვალოთ ორპოლუსიანობა, რომელიც, როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებას“ ძალიან აწყობს
ბადრი ჯაფარიძე - ჩვენ ვართ მოწოდებული, შევცვალოთ ორპოლუსიანობა, რომელიც, როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებას“ ძალიან აწყობს

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, „ლელო“ მოწოდებულია, შეიცვალოს ორპოლუსიანობა, რომელიც, როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებას“ აწყობს.

მისივე თქმით, მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში „ლელოს“ წარმომადგენლებს სასამართლოში უწევდათ სიარული, რამაც პოლარიზაციას შეუწყო ხელი.

„სიამაყით იქნა აღნიშნული, თურმე „ლელოს“ მხარდამჭერების რიცხვმა დაიწია, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების რიცხვი გაიზარდა. ჩვენ არ გვჭირდება მხარდამჭერთა ასეთი გაზრდა, როგორც თქვენ ამას აკეთებთ – მოსყიდვით, დაშინებით, ხელების გადაგრეხვით. ჩვენ ასე არ გვსურს. ამ პერიოდში „ლელოს“ მიმართ განხორციელებულმა ქმედებებმა, პოლარიზაციას შეუწყო ხელი, რადგან დაგვატარებდნენ სასამართლოში წინასაარჩევნო პერიოდში. წინასაარჩევნო კამპანიაში მთელი თქვენი მცდელობა იყო, მომხდარიყო პოლარიზაცია. მერე არის წუხილი, ორ პოლუსზე რატომ გადანაწილდა ხმები. თქვენ გსურდათ ასე. ჩვენი მუდმივი მიტმასვნა „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რადიკალურ ოპოზიციასთან, ჩვენ ვართ რადიკალური ოპოზიცია, ხომ? ჩვენ ვართ მოწოდებული, რომ შევცვალოთ ორპოლუსიანობა, რომელიც, როგორც ჩანს, თქვენ ძალიან გაწყობთ.

ხელისუფლებაში ხართ თქვენ, უმსგავსობები არის თქვენი პასუხისმგებლობა. ის უმსგავსობები, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ხდებოდა, არის „ნაციონალური მოძრაობის“პასუხისმგებლობა. ეს უმსგავსობები, რაც ახლა ხდება, არის თქვენი პასუხისმგებლობა. რაც შეეხება იმას, რომ ეს არის თქვენი გამარჯვება, ეს არის ე.წ. პიროსის გამარჯვება, რადგან ასეთი გამარჯვებები, როგორც წესი, მთავრდება. ასე არ შეიძლება არჩევნების ჩატარება და ეს უნდა დასრულდეს“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.