ბადრი ჯაფარიძე - ჩვენ დღეს შევთანხმდით, რომ ყველანი ერთად ვაფასებთ ამ არჩევნებს, როგორც არალეგიტიმურს და არ ვცნობთ მის შედეგებს
ჩვენ დღეს შევთანხმდით, რომ ყველანი ერთად ვაფასებთ ამ არჩევნებს, როგორც არალეგიტიმურს და არ ვცნობთ მის შედეგებს, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ამას დემოკრატიული არჩევნები არ შეიძლება ეწოდოს. ეს იყო სიყალბით, ძალადობით გაჯერებული დღე. წინასაარჩევნო პროცესი იყო ასევე დაშინების, მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსის ყველა შესაძლო დარღვევის გამოყენება. ეს არჩევნები ვერ ჩაითვლება ლეგიტიმურად, რადგან ის არ ასახავს ჩვენი საზოგადოების განწყობებს. ჩვენ დღეს შევთანხმდით, რომ ყველანი ერთად ვაფასებთ ამ არჩევნებს, როგორც არალეგიტიმურს და არ ვცნობთ მის შედეგებს. დანარჩენ ნაბიჯებთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ და ჩვენი პოზიცია გვექნება“ ,- განაცხადა ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, დღეს „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ერთიან სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდნენ. ისინი არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და საპროტესტო აქციებს აანონსებენ.