ბადრი ჯაფარიძე - ბოიკოტმა მოიტანა შედეგი და ეს გამოიხატება დღევანდელი დოკუმენტით, მიმაჩნია, პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად დიდი ნაბიჯი გადაიდგა
ბადრი ჯაფარიძე - ბოიკოტმა მოიტანა შედეგი და ეს გამოიხატება დღევანდელი დოკუმენტით, მიმაჩნია, პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად დიდი ნაბიჯი გადაიდგა

ბოიკოტმა მოიტანა შედეგი და ეს შედეგი გამოიხატება სწორედ ამ დოკუმენტით, მიმაჩნია, დიდი ნაბიჯი გადაიდგა, რომ დაიწყოს პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

როგორც ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, დღეს „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ გამოიჩინა უპასუხისმგებლობა.

„მიუხედავად იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ მიცემული ჰქონდა პირობა, მივიდოდა მოლაპარაკებებზე, არ გამოცხადდა. დღეს მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი შარლ მიშელისგან, რომელიც მომზადდა პრეზიდენტ მიშელის პატრონაჟით, მის მიერ. აქ ჩვენ ვნახეთ უკვე ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლებასთან მიმართებაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ განვიხილეთ შესაძლებლობა, რომ ეს საკითხი ამოიწუროს ძალიან სწრაფად. ამავდროულად, შემოთავაზება რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით არ არის ის, რაც ჩვენ გვსურდა, ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი წინ, საუბარია 43-პროცენტიანი ზღვრის დაწესებაზე და მხოლოდ პროპორციული მაჩვენებლებით და არა მაჟორიტარული მაჩვენებლით. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, შეთანხმება, რომელსაც მე მხარს ვუჭერ. როგორც ჩვენმა უახლოესმა სტრატეგიულმა პარტნიორმა განაცხადა, ეს არის დოკუმენტი, რომელიც მათ მიაჩნიათ, არის საბოლოო დოკუმენტი და ელოდებიან პოლიტიკური სპექტრისგან ამ დოკუმენტისთვის მხარდაჭერას, რათა ევროკავშირმა და აშშ-მა გააგრძელონ მათი უშუალო, ღრმად ჩართულობით ყველა პუნქტის განხორციელებაზე მონიტორინგი და უზრუნველყონ ამ პუნქტების სრულად განხორციელება. ამიტომ მხარს ვუჭერ ამ დოკუმენტს, ჩვენ უნდა განვიხილოთ ის პარტიაში, პოლიტსაბჭოზე, რის შემდეგაც მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.