ბადრი ჯაფარიძე - აუცილებელია, მიხეილ სააკაშვილისთვის საუკეთესო სამედიცინო მხარდაჭერა იყოს უზრუნველყოფილი
ბადრი ჯაფარიძე - აუცილებელია, მიხეილ სააკაშვილისთვის საუკეთესო სამედიცინო მხარდაჭერა იყოს უზრუნველყოფილი

„ლელოს“ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სამედიცინო უზრუნველყოფის მიწოდება მაღალი სტანდარტით უნდა მოხდეს.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას.

„დიდი საერთაშორისო ყურადღებიდან და ჩვენი მოსახლეობის დიდი ინტერესიდან გამომდინარე, ის ფაქტი, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყველას ყურადღებას იქცევს, აუცილებელია, საერთაშორისო სტანდარტით იქნეს ეს სამედიცინო უზრუნველყოფა სახელმწიფოს მხრიდან. ეს არ უნდა იყოს პირად ზიზღზე დაფუძნებული, არამედ უნდა იყოს საუკეთესო სტანდარტი იმისთვის, რომ არ შეექმნას საფრთხე მის ჯანმრთელობას, რაც თავისთავად შესაძლებელია დადგეს. ამიტომ, აუცილებელია უზრუნველყოფილი იყოს საუკეთესო სამედიცინო მხარდაჭერა“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

დატოვე კომენტარი