ბადრი ჯაფარიძე - არასოდეს არავის მოუთხოვია, რომ საქართველოს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობა შეეწყვიტა, ეს არის ტყუილი და პროპაგანდის გავლენა
არასოდეს არავის მოუთხოვია, რომ საქართველოს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობა შეეწყვიტა, ეს არის ტყუილი და პროპაგანდის გავლენა, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, საქართველოს მეგობრები ყოველთვის ამბობდნენ, რომ ქვეყანა არ უნდა გახდეს ტრანზიტი რუსეთში ისეთი პროდუქციის შესატანად, რომელიც მის აგრესიულ მანქანას აძლიერებს.
„დიდი ბრიტანეთის მხრიდან გუშინ გამოცხადდა ახალი სანქციები, რათა რუსეთს შეუმცირდეს შემოსავალი ნავთობის რეალიზაციიდან. ჩვენი მეგობრები ყოველთვის გვეუბნებოდნენ, რომ ქვეყანა არ უნდა გახდეს ტრანზიტი რუსეთში ისეთი პროდუქციის შესატანად, რომელიც აძლიერებს რუსეთის აგრესიულ მანქანას. ამაზე იყო ყოველთვის საუბარი. არასოდეს არავის მოუთხოვია, რომ საქართველოს შეეწყვიტა სავაჭრო ურთიერთობა რუსეთთან, ეს არის ტყუილი და პროპაგანდის გავლენა. ეს არასოდეს არ ყოფილა, ეს ტყუილია“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.