ბადრი ჯაფარიძე - ამნისტიის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში ხვალ სავარაუდოდ არ დარეგისტრირდება
ბადრი ჯაფარიძე - ამნისტიის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში ხვალ სავარაუდოდ არ დარეგისტრირდება

ხვალ ჩვენ დავრეგისტირდებით პარლამენტში, რომ ამოქმედდეს პრეზიდენტის შეწყალების აქტი რურუასთან მიმართებაში. ამის შემდეგ გავაგრძელებთ კონსულტაციებს ამნისტიის შესახებ კანონთან დაკავშირებით, რომ ვნახოთ, არსებობს თუ არა შეჯერების შესაძლებლობა, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ხვალ სავარაუდოდ, ამნისტიის შესახებ კანონი პარლამენტში არ დარეგისტრირდება.

„ხვალ კანონპროექტის დარეგისტრირება დიდი ალბათობით არ მოხდება. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ ისინი წინააღმდეგნი არიან ამნისტიის კანონით პასუხისმგებლობა თავიდან აირიდოს შესაძლო დამნაშავემ, რომელმაც ზიანი მიაყენა მაკო გომურის ჯანმრთელობას და ასევე სხვა პირებს. თუ ასეთი ადამიანები იქნებიან იდენთიფიცირებულნი, მათზე არ უნდა გავრცელდეს ამნისტიის შესახებ კანონი. „ქართული ოცნება“ ამ პოზიციას იზიარებს“, – განაცახდა ჯაფარიძემ.