ბადრი ჯაფარიძე - ადამიანის ბრალეულობაზე ან უდანაშაულობაზე კერძო შეხედულებები შეიძლება, არსებობდეს, მაგრამ ბრალეულობა უნდა დაადგინოს მიუკერძოებელმა მართლმსაჯულებამ
ბადრი ჯაფარიძე - ადამიანის ბრალეულობაზე ან უდანაშაულობაზე კერძო შეხედულებები შეიძლება, არსებობდეს, მაგრამ ბრალეულობა უნდა დაადგინოს მიუკერძოებელმა მართლმსაჯულებამ

გუშინ მოვისმინე სააკაშვილის მმართველობის პერიოდსა და დღევანდელ ვითარებასთან დაკავშირებით მისი პოზიცია და შეხედულებები. ამაზე სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

კითხვაზე, 7 ნოემბერთან დაკავშირებით იკვეთება თუ არა მისი ბრალეულობა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ „ვინ რას ფიქრობს, ამას მნიშვნელობა არ აქვს“.

„ეს მიუკერძოებელმა, პირუთვნელმა და არაპოლიტიზებულმა მართლმსაჯულებამ უნდა დაადგინოს. ადამიანის ბრალეულობაზე ან უდანაშაულობაზე კერძო შეხედულებები შეიძლება, არსებობდეს, მაგრამ ეს, ამა თუ იმ ადამიანის ბრალეულობა უნდა დაადგინოს მიუკერძოებელმა მართლმსაჯულებამ“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.

ამასთან, ბადრი ჯაფარიძეს კითხვა დაუსვეს, სჯერა თუ არა, რომ სააკაშვილი 7 ნოემბრის მოვლენებს ტელევიზორიდან უყურებდა, რაზეც მან განაცხადა, რომ „ეს არასერიოზული კითხვაა“.