ბადრი ესებუას მამა შვილს მიმართავს, პოლიციას ჩაბარდეს
ბადრი ესებუას მამა შვილს მიმართავს, პოლიციას ჩაბარდეს

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარ თავდასხმაში პოლიციის მიერ იდენტიფიცირებული პირის, ბადრი ესებუას მამა შვილს მიმართავს და სთხოვს, პოლიციას ჩაბარდეს.

„შვილო, ბადრი, გელოდებოდით გუშინ, არ ჩამოხვედი, სად ხარ? არ ვიცით შენი ადგილსამყოფელი. გამოდი, შვილო, ჩაბარდი პოლიციას და გაირკვევა ყველაფერი ნორმალურად. ამას გთხოვთ, მეტი სათქმელი არაფერი მაქვს. გამოდი, დაგვიკავშირდი ან ჩაბარდი პოლიციას“, – აცხადებს ბადრი ესებუას მამა ტარიელ ესებუა ვიდეომიმართვაში, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო „კვირა“ ავრცელებს.

შსს-ს ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ ყაჩაღური თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა. მათივე ცნობით, მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, პოლიცია სპეციალურ ოპერატიულ, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებებს აქტიურად განაგრძობს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა შენახვა ტარებას გულისხმობს.