ბადრი ბასიშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობაზე ხვალ საპროცედურო საკითხთა კომიტეტი იმსჯელებს 
ბადრი ბასიშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობაზე ხვალ საპროცედურო საკითხთა კომიტეტი იმსჯელებს 

მეცხრე მოწვევის პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ნიკა მელიას ბადრი ბასიშვილი ჩაანაცვლებს. ბადრი ბასიშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის საკითხს ხვალ საპროცედურო საკითხთა კომიტეტი განიხილავს. საკითხზე მომხსენებელი კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილია.

პარლამენტმა ნიკა მელიას უფლებამოსილება 12 დეკემბერს შეუწყვიტა. საკითხს მხარი 88-მა დეპუტატმა დაუჭირა. ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზი სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე.