ბაჩო ხურციძე - მოვუწოდებ ლეგიტიმურ, ანუ მოქმედ გამგეობას, დანიშნოს რაგბის კავშირის ახალი ყრილობა
ბაჩო ხურციძე - მოვუწოდებ ლეგიტიმურ, ანუ მოქმედ გამგეობას, დანიშნოს რაგბის კავშირის ახალი ყრილობა

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ბაჩო ხურციძემ პრესკონფერენცია გამართა, რომელსაც ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი და რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელი ნიაზ მამრიკიშვილი დაესწრნენ.

“დიდი ხანია ვამბობ, რომ ჩატარებული ყრილობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უკანონო იქნებოდა, მათ შორის, ჩემი პრეზიდენტობის შემთხვევაშიც. მოვუწოდებ ლეგიტიმურ, ანუ მოქმედ გამგეობას, დანიშნოს ახალი ყრილობა. დრო რომ არ დაიკარგოს, ის რეესტრის მიერ მოცემულ ვადაში დავნიშნოთ. თუკი ისინი ძალაში შეიყვანენ ირაკლი აბუსერიძის პრეზიდენტობას, ჩვენ დავეთანხმებით ამ გადაწყვეტილებას და სასამართლოს გზით არ წავალთ.

თუკი ისე მოხდა, რომ საჯარო რეესტრმა შეაჩერა აბუსერიძის პრეზიდენტობა, ახალი ყრილობის ამის შემდეგ დანიშვნა ბევრ დროს დაგვაკარგვინებს და ეს ქართულ რაგბის დააზარალებს. ირაკლი აბუსერიძე საჯარო რეესტრის იურისტების კვალიფიკაციას ეჭვქვეშ აყენებს, გოჩა სვანიძე, ფაქტობრივად, მისი ადვოკატი გახდა და მეტად უნდა აუხსნას ვითარება”, – განაცხადა ბაჩო ხურციძემ.