ბაჩო ახალაიას სახლთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული [ფოტო]
ბაჩო ახალაიას სახლთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული [ფოტო]

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას სახლთან სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბაჩო ახალაიას სახლში საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები ჩხრეკისთვის შევიდნენ.

სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

საგამოძიებო უწყებაში ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა.

ამასთან, ბრიფინგი ჩაინიშნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.