ბაბუნსკიმ კორონავირუსი დაამარცხა, მაგრამ თბილისში ვერ ითამაშებს
ბაბუნსკიმ კორონავირუსი დაამარცხა, მაგრამ თბილისში ვერ ითამაშებს

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს კორონავირუსის გამო კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა – რუბინულიბოტოშანის“ შემტევი ნახევარმცველი დავიდ ბაბუნსკი.

„ბარსელონაში“ აღზრდილ 26 წლის ფეხბურთელს კორონავირუსი ოქტომბრის ბოლოს დაუდგინდა. მან სავალდებულო კარანტინი გაიარა და ახლა, დაავადების დაძლევის შემდეგ, ისევ შეუძლია თანაგუნდელებთან ვარჯიში, მაგრამ ნაკრებში თამაშს ვეღარ ახერხებს – ამის შესახებ გამოცემა „makfudbal” იუწყება.

ბაბუნსკიმ Covid-19-ით გამოწვეული პრობლემები მხოლოდ ახლახანს დაძლია და რუმინეთის პრემიერ ლიგის „ბოტოშანში“, საერთო ჯგუფში ვარჯიში სულ ორი დღის წინ განაახლა. ამ პერიოდში ბაბუნსკის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი იგორ ანგელოვსკი დაუკავშირდა და დაინტერესდა, იყო თუ არა მზად, რომ ეროვნული ნაკრების შეკრებაზე გამოცხადებულიყო და საქართველოს წინააღმდეგ ეთამაშა, მაგრამ კორონავირუსთან დაკავშირებული პრობლემების გამო ბაბუნსკიმ პასუხი ვერ გასცა“, – წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო ჯერ უცნობია, ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნულ გუნდს თბილისში შეუერთდება თუ არა ცენტრალური მცველი კრსტე რისტევსკი.