აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს „პისიარ“ ტესტების შესაძენად 400 ათასი ევრო გამოუყო
აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს „პისიარ“ ტესტების შესაძენად 400 ათასი ევრო გამოუყო

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს „პისიარ“ ტესტების შესაძენად 400 ათასი ევრო გამოუყო. ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

ინფორმაციის მიხედვით, სამედიცინო აღჭურვილობა და პროგრამული და ტექნიკური უზრუნველყოფა მნიშვნელოვანწილად გაზრდის ქვეყნის შესაძლებლობებს სწრაფად ჩაატაროს ვირუსზე ტესტირება და ასევე, საგრძნობლად შეამცირებს სამედიცინო პერსონალზე დატვირთვას ლუგარის ცენტრში.

„აზიის განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი 400 000 ევროს ოდენობის გრანტი ხელს შეუწყობს საქართველოს „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლას და შესაძლებლობას მისცემს ქვეყანას, შეიძინოს სამედიცინო აპარატურა. გრანტის თანხა მოხმარდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ უახლესი აპარატურის შეძენას, ე.წ. პისიარ ტესტირებისთვის. გრანტი გამოიყო მიმდინარე ტექნიკური დახმარების ფარგლებში: 2019 წლის კორონავირუსის დაავადების გავრცელების პრევენციისა და სხვა გადამდებ დაავადებათა შესაძლო გავრცელების შეჩერების რეგიონული ხელშეწყობა. გრანტის თანხა დაემატება „კოვიდ-19“-ის აქტიური საპასუხო და ხარჯვითი დახმარების (CARES) პროგრამის ფარგლებში ბანკის დირექტორთა საბჭოს მიერ 2020 წლის 28 მაისს დამტკიცებულ 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხს, რომელიც საბიუჯეტო დახმარებას გაუწევს მთავრობას და დააფინანსებს მის კომპლექსურ ანტიკრიზისულ გეგმას. სამედიცინო აღჭურვილობა და პროგრამული და ტექნიკური უზრუნველყოფა მნიშვნელოვანწილად გაზრდის ქვეყნის შესაძლებლობებს სწრაფად ჩაატაროს ვირუსზე ტესტირება და ასევე, საგრძნობლად შეამცირებს სამედიცინო პერსონალზე დატვირთვას ლუგარის ცენტრში (დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი), სადაც ქვეყანაში ჩატარებული ყველა „პისიარ“ ტესტების 70 პროცენტზე მეტი ტარდება.

დატოვე კომენტარი