აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა
აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა.

ახალი ანგარიშის მონაცემებით, 2019 წელს საქართველოს მშპ-ს ზრდა 4.7 პროცენტი იქნება, 2020 წელს კი – 4.6 პროცენტი. ორივე შემთხვევაში პროგნოზი, წინა ანგარიშთან შედარებით, 0.3 პროცენტით შემცირდა.

პროგნოზის შემცირების ერთ-ერთ მიზეზად ქვეყანაში ინვესტიციების შემცირებული მოცულობა სახელდება.

საქართველოს მთავრობის პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა წელს ქვეყანაში 4.5 პროცენტი იქნება, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი კი – 4.6 პროცენტია.

ამასთან, აზიის განვითარების ბანკმა გაზარდა მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები რეგიონის ქვეყნებისთვის – სომხეთისთვის 0.5 პროცენტით, 4.8 პროცენტამდე; აზერბაიჯანისთვის  –  0.1 პროცენტით, 2.6 პროცენტამდე. 2020 წლისთვის სომხეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უცვლელი დარჩა (4.5 პროცენტი), აზერბაიჯანის კი, 0.3. პროცენტით, 2.4 პროცენტამდე შემცირდა.