აზიის განვითარების ბანკის ახალ პრეზიდენტად მასაცუგუ ასაკავა აირჩიეს
აზიის განვითარების ბანკის ახალ პრეზიდენტად მასაცუგუ ასაკავა აირჩიეს

აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტად ბანკის მმართველთა საბჭომ ერთხმად აირჩია მასაცუგუ ასაკავა.

61 წლის მასაცუგუ ასაკავას ამჟამად იაპონიის პრემიერ-მინისტრის და ფინანსთა მინისტრის სპეციალური მრჩევლის პოზიცია უჭირავს და ADB-ის მეათე პრეზიდენტის თანამდებობას 2020 წლის 17 იანვარს დაიკავებს.

მოქმედი პრეზიდენტი ტაკეჰიკო ნაკაო უფლებამოსილებას 2020 წლის 16 იანვარს დატოვებს. ასაკავა პრეზიდენტ ნაკაოს ამოუწურავ ვადას დაასრულებს, რომელიც 2021 წლის 23 ნოემბერს იწურება.

ADB საქართველოს მხარდამჭერია 2007 წლიდან და ის ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მრავალმხრივი პარტნიორია. ADB-ის მიერ საქართველოსთვის გაცემული სუვერენული და არასუვერენული სესხების საერთო მოცულობა 2.8 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.