აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ეკონომიკის ზრდას 2021 წელს 8.5%-ით, 2022 წელს 6.5%-ით პროგნოზირებს
აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ეკონომიკის ზრდას 2021 წელს 8.5%-ით, 2022 წელს 6.5%-ით პროგნოზირებს

საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2021 წელს 8.5%-ით არის მოსალოდნელი სოფლის მეურნეობის, მრეწველობის და მომსახურების სფეროს გააქტიურების კვალდაკვალ და ასევე კორონავირუსული დაავადების (კოვიდ-19) შესაკავებლად დაწესებული შეზღუდვების თანდათანობითი მოხსნის შედეგად, – ნათქვამია აზიის განვითარების ბანკის (ADB) დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში.

ADB-ის მთავარი ყოველწლიური ეკონომიკური პუბლიკაციის აზიის განვითარების პროგნოზი 2021-ის განახლებული გამოცემის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2022 წელს კიდევ 6.5% არის მოსალოდნელი.

ანგარიშში ხაზგასმულია ეკონომიკის ძლიერი აღდგენა გასული წლის 6.2%-იანი უკუსვლის შემდეგ, რასაც 2021 წლის პირველ ნახევარში 12.7%-იანი ზრდა მოჰყვა ბიზნესებისა და ოჯახების მიმართ მთავრობის მნიშვნელოვანი მხარდაჭერისა და განვითარების პარტნიორების მოცულობითი დახმარების შედეგად.

დატოვე კომენტარი