აზიის განვითარების ბანკის გრანტის ფარგლებში, საქართველო „პისიარ“ ტესტის აპარატს მიიღებს
აზიის განვითარების ბანკის გრანტის ფარგლებში, საქართველო „პისიარ“ ტესტის აპარატს მიიღებს

საქართველო „პისიარ“ ტესტის აპარატს მიიღებს, რაც ქვეყანას ტესტირების შესაძლებლობების გაზრდაში დაეხმარება, – ამის შესახებ აღნიშნულია აზიის განვითარების ბანკის ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე აზიის განვითარების ბანკი მუშაობს, რათა წევრი განვითარებადი ქვეყნები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო მასალებითა და პერსონალური დამცავი აღჭურვილობით უზრუნველყოს.

„ცენტრალური და დასავლეთ აზიის ქვეყნებისთვის აზიის განვითარების ბანკმა 12 მილიონ დოლარიანი გრანტი გამოყო აღნიშნული მასალებისა და აღჭურვილობის შესაძენად და მოსახლეობის პანდემიისგან დაცვაში საკუთარი წვლილის შესატანად. აღნიშნული გრანტის ფარგლებში საქართველო „პისიარ“ ტესტის აპარატს მიიღებს, რაც ქვეყანას ტესტირების შესაძლებლობების გაზრდაში დაეხმარება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.