აზიის განვითარების ბანკი - განვითარებად ქვეყნებში 16 მილიარდ დოლარზე მეტი „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის იყო მიმართული
აზიის განვითარების ბანკი - განვითარებად ქვეყნებში 16 მილიარდ დოლარზე მეტი „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის იყო მიმართული

გასული წელი აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონისთვის უდიდესი გამოწვევა გამოდგა, რადგან კორონავირუსმა დააზიანა ყველა და ყველაფერი, ადამიანები, საზოგადოება, ეკონომიკა, – ამის შესახებ ინფორმაციას აზიის განვითარების ბანკი ავრცელებს.

საფინანსო ინსტიტუტის განცხადებით, 2020 წელს ბანკმა რეკორდული დახმარება გამოყო განვითარებადი ქვეყნებისთვის.

„განვითარებად წევრ ქვეყნებში უპრეცედენტოდ მაღალი საჭიროების გამო, აზიის განვითარების ბანკის ოპერაციებმა 2020 წელს რეკორდულ 31.6 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, აქედან 16 მილიარდზე მეტი „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის იყო მიმართული“, – ნათქვამია აზიის განვითარების ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.