აზიის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში რონალდოს „ალ-ნასრი“ „ალ-აინთან“ დამარცხდა #1TVSPORT
აზიის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში რონალდოს „ალ-ნასრი“ „ალ-აინთან“ დამარცხდა #1TVSPORT

აზიის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ალ-ნასრი“ (საუდს არაბეთი) „ალ-აინს“ (გაერთიანებული საემიროები) დაუპირისპირდა და დრამატულ შეხვედრაში მარცხი განიცადა.

კრიშტიანო რონალდოს „ალ-ნასრი“ 45-ე წუთზე ორი ბურთის სხვაობით აგებდა, ორი მატჩის ჯამში კი ანგარიში 3:0 იყო „ალ-აინის“ სასარგებლოდ. თუმცა საუდის არაბეთის კლუბმა თამაშში დაბრუნება მოახერხა. „ალ-ნასრიმ“ მეორე ტაიმში სამი გოლის გატანა შეძლო და მატჩი დამატებით დროში გაგრძელდა, რომელშიც გუნდებმა თითო გოლი გაცვალეს. საინტერესოა, რომ „ალ-ნასრიმ“ ანგარიში 118-ე წუთზე რონალდოს ზუსტად შესრულებული პენალტით გაათანაბრა.

დაინიშნა პენალტების სერია, რომელშიც „ალ-აინის“ ფეხბურთელებმა იმარჯვეს, „ალ-ნასრის“ მხრიდან კი ერთადერთი გოლი ისევ რონალდომ გაიტანა – 3:1 გაერთიანებული საემიროების გუნდის სასარგებლოდ. ამგვარად, „ალ-ნასრი“ აზიის ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას გამოეთიშა, „ალ-აინმა“ კი ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.