აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე ერთობლივი კომუნიკე ვერ მიიღეს
აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია APEC-ის სამიტის მონაწილეებმა ერთობლივი კომუნიკე ვერ მიიღეს. ამას აშშ-ისა და ჩინეთის დელეგაციის პოზიციამ შეუშალა ხელი.
ორივე სახელმწიფო ცდილობდა, კომუნიკეში რეგიონის ლიდერად დასახელებულიყო. როგორც ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, კომუნიკეს ნაცვლად, სამიტის სტუმრებმა ერთობლივი განცხადება მიიღეს.
სამიტის დასრულებამდე უკვე ცნობილი იყო, რომ შეხვედრის მონაწილე 21 სახელმწიფო საერთო დოკუმენტზე ვერ შეთანხმდებოდა. კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოს თქმით, ერთობლივი კომუნიკეს მიღებას სავაჭრო საკითხებზე უთანხმოებამ შეუშალა ხელი.
პაპუა ახალ გვინეაში გამართულ სამიტზე ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა მკაცრად გააკრიტიკა აშშ-ის სავაჭრო პოლიტიკა. თავის მხრივ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი პეკინს ჩინურ პროდუქციაზე ტარიფების გაზრდით დაემუქრა.