აზერბაიჯანული მხარე სომხეთთან სასაზღვრო საკითხის გადაწყვეტის მზადყოფნას გამოთქვამს
ოფიციალური ბაქო მხარს უჭერს რუსეთის წინადადებას, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხზე სამმხრივი კომისიის შექმნის თაობაზე. აზერბაიჯანული მხარე ოფიციალურ ერევანთან კონსტრუქციული მუშაობისთვის მზადაა.
აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა, ალი ასადოვმა ქალაქ მინსკში გამართულ დსთ-ის ქვეყნების მთავრობათა მეთაურების შეხვედრაზე განაცხადა.
„სასაზღვრო ხაზების დადგენა ტექნიკური პროცესია და ეს ღონისძიება მნიშვნელოვან საერთაშორისო სამართლებრივ საფუძველს უნდა ემყარებოდეს“, – განაცხადა ასადოვმა.