აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, საფრანგეთში სენატორების ნაწილმა, რომლებმაც მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებულ რეზოლუციას მხარი დაუჭირეს, საკუთარი გადაწყვეტილება შეცვალა
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, საფრანგეთში სენატორების ნაწილმა, რომლებმაც მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებულ რეზოლუციას მხარი დაუჭირეს, საკუთარი გადაწყვეტილება შეცვალა

საფრანგეთის სენატორების ნაწილმა, რომლებმაც მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღებას მხარი დაუჭირეს, საკუთარი გადაწყვეტილება შეცვალა.

ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

სენატორებმა განაცხადეს, რომ ისინი თავს იკავებენ პოზიციის დაფიქსირებისგან.

სენატორების ახალი გადაწყვეტილებით, რეზოლუციის კენჭისყრის შედეგები შეიცვალა. თავდაპირველად რეზოლუცია 305 ხმით იქნა მიღებული, ცვლილების შედეგად, მომხრეთა რაოდენობა 297-ს შეადგენს.

საფრანგეთის სენატი ამ რეზულუციით ხელისუფლებას მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებისკენ მოუწოდებს.